თქვენს ბიზნესზე მორგებული პაკეტები
ჩვენი სერვისი სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება, რაც იძლევა საიტის დამზადების პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებულ და ეფექტურ მართვას.
პირველ ეტაპზე ვნიშნავთ შეხვედრას, ვსაუბრობთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე და ვადგენთ საიტის კონცეფციას. დეტალების შეთანხმების შემდეგ, ვდებთ ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს 3-ეტაპიან გადახდას: 30% სამუშაოს დაწყებისას, 30% მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ და 40% პროექტის ჩაბარებისას.
ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი იწყებს საიტის კოდირებას და დიზაინზე მუშაობას. ჩვენ ვქმნით უნიკალურ და ვიზუალურად გამორჩეულ დიზაინს, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს ბიზნესს. ამასთან, გარკვეული დროის შემდეგ, გაჩვენებთ საიტის ნაწილს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად მიდის და დრო არ იფლანგება. ამის შემდეგ იხდით მეორე 30%-ს.
ბოლო ეტაპზე, ჩვენ ვავსებთ საიტს თქვენგან მოწოდებული ინფორმაციით, ვამოწმებთ ყველა ტექნიკურ დეტალს და ვაგვარებთ ნებისმიერ ხარვეზს. ამ ეტაპზე თქვენ გეძლევათ წვდომა საიტზე, რომ საბოლოო კორექტივები შეიტანოთ. ამის შემდეგ ხდება საიტის საბოლოო ჩაბარება და ხდება დარჩენილი 40%-ის გადახდა.
ჩვენი გუნდი, მზადაა გაგიწიოთ კონსულტაცია სრულიად უფასოდ!
თუ გსურთ ჩვენი მომსახურების შეკვეთა ან გაქვთ რაიმე კითხვა, მოგვწერეთ და მალევე გიპასუხებთ